კოქსართროზი არის მენჯ-ბარძაყის სახსრის ქრონიკული დეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც თანდათან ზიანდება სახსრის ხრტილი და ვითარდება ძვლოვანი სტრუქტურების ცვლილებები.

ძირითადი სიმპტომებია:

• ტკივილი მენჯ-ბარძაყისა და საზარდულის მიდამოში

• ტკივილის გავრცელება ბარძაყისა და ზოგჯერ მუხლის მიმართულებით

• მოძრაობის შეზღუდვა

• სიარულის გაძნელება

• დილის შებოჭილობა

• კოჭლობა

• სახსრის ფუნქციის თანდათანობითი დაქვეითება

დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ შეფასებასა და რენტგენოგრაფიას. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება MRI, CT და ულტრაბგერითი კვლევა.

მკურნალობა შეირჩევა კოქსართროზის სტადიის, ტკივილის ინტენსივობისა და პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით. გამოიყენება რეაბილიტაცია, სამკურნალო ვარჯიშები, მედიკამენტური მკურნალობა და შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში სახსარშიდა ინექციური თერაპია.

მენჯ-ბარძაყის სახსარში ინექციური პროცედურები სასურველია ჩატარდეს ულტრაბგერითი კონტროლით, რაც უზრუნველყოფს ნემსის ზუსტ პოზიციონირებას.

მძიმე კოქსართროზის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ორთოპედის კონსულტაცია და ენდოპროთეზირების საკითხის განხილვა.

ირაკლი შელია, MD, PhD

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი