ფემოროაცეტაბულური იმპინჯმენტი (FAI) — მენჯ-ბარძაყის სახსარი
ფემოროაცეტაბულური იმპინჯმენტი (Femoroacetabular Impingement — FAI) არის მდგომარეობა, როდესაც ბარძაყის ძვლის თავსა/ყელსა და აცეტაბულუმს შორის მოძრაობისას ვითარდება პათოლოგიური კონტაქტი.
ხშირი სიმპტომებია საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის მიდამოს ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ბარძაყის მოხრისა და შიგნით როტაციის დროს. შესაძლოა შეიზღუდოს სახსრის მოძრაობაც.
CAM ტიპის FAI-ის დროს ბარძაყის თავისა და ყელის შეერთების არეში აღინიშნება ძვლოვანი გამობერილობა და თავის არასფერული ფორმა. განმეორებითმა იმპინჯმენტმა შეიძლება გამოიწვიოს ლაბრუმისა და სახსრის ხრტილის დაზიანება და დროთა განმავლობაში ხელი შეუწყოს მენჯ-ბარძაყის ოსტეოართროზის განვითარებას.
დიაგნოსტიკაში გამოიყენება რენტგენოგრაფია, CT და MRI. MRI განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბრუმისა და ხრტილის დაზიანების შესაფასებლად.
მკურნალობა ინდივიდუალურია და შეიძლება მოიცავდეს დატვირთვის მოდიფიკაციას, სამკურნალო ვარჯიშებსა და რეაბილიტაციას, მედიკამენტურ მკურნალობას, ხოლო შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში — ორთოპედიულ/ქირურგიულ ჩარევას.
ირაკლი შელია, MD, PhD
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი
