☎ +995 555 78 77 72 · ჩაწერა ვიზიტის წინა დღეს

🏠 ირაკლი შელია — მთავარ გვერდზე გადასვლა

რევმატოიდული ართრიტი — DMARD თერაპია და მონიტორინგი

რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა ეფუძნება დაავადების აქტივობის შეფასებას და ინდივიდუალურად შერჩეულ დაავადების მიმდინარეობის შემცვლელ ანტირევმატულ თერაპიას (DMARD). საჭიროების შემთხვევაში შეიძლება განიხილებოდეს ბიოლოგიური ან მიზნობრივი სინთეზური თერაპია.

ასეთი მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ინფექციების რისკის შეფასება. ჩვეულებრივ ტარდება B და C ჰეპატიტების სკრინინგი და ლატენტური/აქტიური ტუბერკულოზის გამოკვლევა. ასევე ფასდება სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქცია და სხვა საჭირო მაჩვენებლები.

მნიშვნელოვანი დაზუსტება: წარსულში B ან C ჰეპატიტის გადატანა ან ლატენტური ტუბერკულოზი ყოველთვის ავტომატურად არ გამორიცხავს თანამედროვე ან ბიოლოგიურ მკურნალობას. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ინფექციონისტთან/ჰეპატოლოგთან თანამშრომლობა, რეაქტივაციის რისკის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური ან შესაბამისი მკურნალობა.

თერაპიის მიზანია რემისიის ან დაავადების დაბალი აქტივობის მიღწევა, სახსრების დაზიანების პროგრესირების შემცირება და ფუნქციის შენარჩუნება.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში

რევმატოიდული ართრიტის შესახებ კონსულტაცია თბილისში: დიაგნოსტიკისა და ინდივიდუალური მკურნალობის საკითხებზე მიმართეთ რევმატოლოგ ირაკლი შელიას, MD, PhD. გუდუშაურის კლინიკა. წინასწარი ჩაწერა: 555 78 77 72.

დაკავშირებული ინფორმაცია: ართრიტი — გამომწვევი მიზეზები და დიაგნოსტიკა · სახსრების დილის შებოჭილობა · ლაბორატორიული კვლევები. რევმატოლოგი ირაკლი შელია — ჩაწერა: 555 78 77 72.