ჩვენთან შესაძლებელია ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრის ჩატარება, მათ შორის სისხლისა და შარდის საერთო ანალიზები, ბიოქიმიური, ჰორმონული, იმუნოლოგიური და რევმატოლოგიური კვლევები.

რევმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის შესაძლებელია ისეთი კვლევების ჩატარება, როგორიცაა CRP, ESR, რევმატოიდული ფაქტორი (RF), Anti-CCP, ANA და სხვა აუტოანტისხეულები, შარდმჟავა, D ვიტამინი, კალციუმი, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები.

კონკრეტული ანალიზების საჭიროება ინდივიდუალურად განისაზღვრება პაციენტის ჩივილების, კლინიკური მდგომარეობისა და სავარაუდო დიაგნოზის მიხედვით.

რევმატოლოგიური კონსულტაცია, დიაგნოსტიკა და საჭირო ლაბორატორიული კვლევები ერთ სივრცეში.

ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში