იდაყვის სხივის ძვლის თავის მოტეხილობა
Radial Head Fracture
სხივის ძვლის თავის მოტეხილობა იდაყვის ერთ-ერთი გავრცელებული ტრავმული დაზიანებაა. ხშირად ვითარდება გაშლილ ხელზე დაცემისას, როდესაც დატვირთვა გადაეცემა იდაყვის სახსარს.
ძირითადი სიმპტომებია იდაყვის ტკივილი, შეშუპება, სისხლჩაქცევა და მოძრაობის შეზღუდვა. განსაკუთრებით მტკივნეული შეიძლება იყოს წინამხრის შიგნით და გარეთ მობრუნება.
დიაგნოსტიკა:
რენტგენოგრაფია ძირითადად პირველი კვლევაა. CT საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად შევაფასოთ მოტეხილობის ხაზი, ფრაგმენტების გადაადგილება და შესაძლო მრავალფრაგმენტული დაზიანება. MRI შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფარული მოტეხილობის, ძვლის ტვინის შეშუპებისა და თანმხლები რბილი ქსოვილების დაზიანების შესაფასებლად.
მკურნალობა დამოკიდებულია მოტეხილობის ტიპსა და სიმძიმეზე. მცირე, სტაბილური და გადაადგილების გარეშე მოტეხილობისას ხშირად გამოიყენება კონსერვატიული მკურნალობა და შემდგომ ეტაპობრივი რეაბილიტაცია. მნიშვნელოვნად გადაადგილებული, არასტაბილური ან მრავალფრაგმენტული მოტეხილობის შემთხვევაში საჭიროა ორთოპედ-ტრავმატოლოგის შეფასება და შესაძლოა ქირურგიული მკურნალობა.
რეაბილიტაციის მიზანია იდაყვის მოძრაობის სრული დიაპაზონის, კუნთოვანი ძალისა და ხელის ფუნქციის აღდგენა, რადგან ხანგრძლივმა უმოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს იდაყვის სახსრის გამოხატული გაშეშება.
ირაკლი შელია, MD, PhD
რევმატოლოგი • რეაბილიტოლოგი
ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია • იდაყვის სახსრის ფუნქციის აღდგენა
