ოლეკრანონის ბურსიტი — იდაყვის ბურსიტი
ოლეკრანონის ბურსიტი (Olecranon bursitis) არის იდაყვის უკანა ზედაპირზე მდებარე ოლეკრანონის ბურსის ანთება და მასში სითხის დაგროვება.
ძირითადი ნიშნებია იდაყვის წვერის მიდამოში შეშუპება, ტკივილი, მგრძნობელობა და ზოგჯერ სიწითლე და ადგილობრივი ტემპერატურის მომატება. მიზეზი შეიძლება იყოს განმეორებითი მექანიკური დატვირთვა ან ზეწოლა, ტრავმა, ინფექცია, პოდაგრა და ზოგიერთი სისტემური ანთებითი დაავადება.
დიაგნოსტიკაში გამოიყენება კლინიკური გასინჯვა და ულტრაბგერითი კვლევა. საჭიროების შემთხვევაში ტარდება რენტგენოგრაფია, ხოლო რთულ შემთხვევებში — MRI ან სხვა დამატებითი კვლევა. ინფექციაზე ან კრისტალურ ართროპათიაზე ეჭვისას შესაძლოა საჭირო გახდეს ბურსის სითხის ასპირაცია და ლაბორატორიული გამოკვლევა.
მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და შეიძლება მოიცავდეს იდაყვის დატვირთვის შემცირებას, ცივ კომპრესს, დამცავ საფენს, ანთების საწინააღმდეგო მკურნალობასა და საჭიროების შემთხვევაში ბურსის პუნქციას. ინფექციური ბურსიტის შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული მკურნალობა.
ირაკლი შელია, MD, PhD
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი
