რევმატოიდული ართრიტი არის ქრონიკული აუტოიმუნური ანთებითი დაავადება, რომელიც ძირითადად აზიანებს სახსრებს და შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, შეშუპება, დილის შებოჭილობა და ფუნქციის დაქვეითება.

დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ შეფასებას, ლაბორატორიულ კვლევებსა და საჭიროების შემთხვევაში სახსრების ულტრაბგერით ან სხვა ვიზუალიზაციის მეთოდებს. მკურნალობის მიზანია ანთების კონტროლი, სახსრების დაზიანების პროგრესირების შემცირება და ფუნქციის შენარჩუნება.

ავტორი:

ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში