მუხლის მენისკის დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა და ზოგჯერ მუხლის ჩაკეტვის ან არასტაბილურობის შეგრძნება. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე, სიმპტომებზე, პაციენტის ასაკსა და თანმხლებ სახსროვან ცვლილებებზე.

ჰიალურონის მჟავის სახსარშიდა ინექცია თავად დაზიანებულ მენისკს არ აღადგენს. თუმცა, თუ მენისკის დაზიანებას თან ახლავს მუხლის ოსტეოართროზი, შერჩეულ პაციენტებში ჰიალურონის მჟავის ინექცია შეიძლება განიხილებოდეს ტკივილის შემცირებისა და სახსრის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით.

პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კონტროლით, რაც ექიმს საშუალებას აძლევს რეალურ დროში აკონტროლოს ნემსის მდებარეობა და პრეპარატის სახსრის ღრუში შეყვანა.

მენისკის ტრავმული გახევის, მუხლის რეალური ჩაკეტვის ან მნიშვნელოვანი მექანიკური სიმპტომების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი კლინიკური და ორთოპედიული შეფასება. ინექციის საჭიროება ინდივიდუალურად განისაზღვრება.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში