მუხლის სახსრის სინოვიტი
სინოვიტი არის მუხლის სახსრის სინოვიალური გარსის ანთება, რომელსაც ხშირად თან ახლავს სახსარში ჭარბი სითხის დაგროვება.
ძირითადი სიმპტომებია:
- მუხლის შეშუპება
- ტკივილი და დაჭიმულობის შეგრძნება
- მოძრაობის შეზღუდვა
- სახსარში სითხის დაგროვება
- სიარულისა და დატვირთვის დროს დისკომფორტი
სინოვიტის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, მენისკის დაზიანება, ოსტეოართროზი, ანთებითი ართრიტი, კრისტალური ართროპათია ან სხვა სახსარშიდა პათოლოგია.
დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანია კლინიკური გასინჯვა და ულტრაბგერითი კვლევა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება რენტგენოგრაფია, MRI და ლაბორატორიული კვლევები.
მნიშვნელოვანი რაოდენობის სითხის არსებობისას, შესაბამისი ჩვენებით, შესაძლებელია სახსრის პუნქცია და სინოვიალური სითხის გამოკვლევა. მკურნალობა ყოველთვის დამოკიდებულია სინოვიტის გამომწვევ მიზეზზე.
ირაკლი შელია, MD, PhD
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი
