ოსტეოქონდროზი არის ტერმინი, რომელსაც ხშირად იყენებენ ხერხემლის მალთაშუა დისკებისა და მიმდებარე სტრუქტურების დეგენერაციული ცვლილებების აღსაწერად. ცვლილებები შეიძლება განვითარდეს კისრის, გულმკერდის ან წელის მიდამოში.

პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს კისრის ან წელის ტკივილი, შებოჭილობა და მოძრაობის შეზღუდვა. თუ ცვლილებებს თან ახლავს ნერვული ფესვის გაღიზიანება ან კომპრესია, შესაძლებელია ტკივილის გავრცელება ხელში ან ფეხში, დაბუჟება, ჩხვლეტა ან კუნთის სისუსტე.

დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ და ნევროლოგიურ შეფასებას. საჭიროების მიხედვით გამოიყენება რენტგენოგრაფია, MRI ან CT, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს ნერვული სტრუქტურების დაზიანების ნიშნები.

მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა და ძირითადად მოიცავს ფიზიკურ აქტივობას, სამკურნალო ვარჯიშს, რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობას. შერჩეულ პაციენტებში, კონკრეტული ტკივილის წყაროს დადგენის შემდეგ, შეიძლება განიხილებოდეს სამიზნე ინექციური პროცედურებიც.

პროგრესირებადი კიდურის სისუსტის, მგრძნობელობის მნიშვნელოვანი დარღვევის ან შარდის/ნაწლავის ფუნქციის ცვლილების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო შეფასება.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში