კარპალური გვირაბის სინდრომი ვითარდება მაჯის მიდამოში მედიანური ნერვის კომპრესიის შედეგად და შეიძლება გამოვლინდეს ხელის თითების დაბუჟებით, ჩხვლეტით, ტკივილითა და ზოგჯერ ხელის ძალის დაქვეითებით.

შერჩეულ პაციენტებში სიმპტომების შესამცირებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს კორტიკოსტეროიდის ინექცია კარპალური გვირაბის მიდამოში. პროცედურის მიზანია მედიანური ნერვის გარშემო ანთებისა და შეშუპების შემცირება და სიმპტომების შემსუბუქება.

პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კონტროლით, რაც ექიმს საშუალებას აძლევს რეალურ დროში დაინახოს მედიანური ნერვი, მყესები, სისხლძარღვები და აკონტროლოს ნემსის მდებარეობა.

ინექცია ყველა პაციენტისთვის არ არის საჭირო. მკურნალობის მეთოდი შეირჩევა სიმპტომების სიმძიმის, ნერვის დაზიანების ხარისხისა და საჭიროების შემთხვევაში ელექტრონეირომიოგრაფიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით. მძიმე ან პროგრესირებადი ნერვული დაზიანების დროს შესაძლოა ქირურგიული დეკომპრესიის შეფასება გახდეს საჭირო.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში