ვასკულიტი არის დაავადებათა ჯგუფი, რომლის დროსაც ვითარდება სისხლძარღვების კედლის ანთება. დაზიანებული სისხლძარღვების ტიპისა და ორგანოების ჩართულობის მიხედვით დაავადების გამოვლინებები განსხვავებულია. შესაძლო სიმპტომებია დაღლილობა, ცხელება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კანის გამონაყარი და სხვა სისტემური ნიშნები.

ვასკულიტის დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ შეფასებას, ლაბორატორიულ კვლევებსა და საჭიროების შემთხვევაში ვიზუალიზაციას ან ბიოფსიას. მნიშვნელოვანია ვასკულიტის კონკრეტული ტიპისა და ორგანოთა ჩართულობის განსაზღვრა. მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა დაავადების ფორმის, აქტივობისა და სიმძიმის მიხედვით და შესაძლოა მოიცავდეს გლუკოკორტიკოიდებსა და სხვა იმუნომოდულაციურ ან იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში