ბავშვებში ბრტყელი ტერფი ყოველთვის დაავადებას არ ნიშნავს — მცირე ასაკში მოქნილი ბრტყელტერფიანობა ხშირად ნორმალური განვითარების ნაწილია და ასაკის მატებასთან ერთად ტერფის თაღი შეიძლება ბუნებრივად ჩამოყალიბდეს.

თუმცა სპეციალისტის შეფასება მნიშვნელოვანია, თუ ბავშვს აქვს ტერფის ან ფეხის ტკივილი, სწრაფი დაღლა, კოჭლობა, სიარულის დარღვევა, მკვეთრი ასიმეტრია, ხისტი ბრტყელი ტერფი ან ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა.

მშობლებო, თუ ბავშვს მსგავსი ჩივილები აქვს, ნუ გადადებთ სპეციალისტთან ვიზიტს. დროული შეფასება საშუალებას გვაძლევს განვასხვავოთ ასაკისთვის ნორმალური მდგომარეობა იმ შემთხვევებისგან, როდესაც საჭიროა დამატებითი გამოკვლევა, ვარჯიში, შესაბამისი ფეხსაცმელი, ორთეზი ან სხვა მკურნალობა.

ყველა ბავშვისთვის „პროფილაქტიკური“ ორთოპედიული ძირები აუცილებელი არ არის — მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი-რეაბილიტოლოგი თბილის