ჩვენთან შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული (MRI) კვლევის ჩატარება, რომელიც იძლევა სახსრების, ხერხემლის, მალთაშუა დისკების, მყესების, იოგების, ხრტილისა და რბილი ქსოვილების დეტალური შეფასების შესაძლებლობას.
MRI განსაკუთრებით ინფორმაციულია დისკის თიაქრისა და პროტრუზიის, მენისკის დაზიანების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ხრტილოვანი ცვლილებების, საკროილეიტის, ანთებითი პროცესებისა და სხვა ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების დიაგნოსტიკისას.
კვლევის კონკრეტული არე და საჭიროება განისაზღვრება პაციენტის ჩივილების, კლინიკური გასინჯვისა და სავარაუდო დიაგნოზის მიხედვით. მიღებული MRI მონაცემები გამოიყენება დიაგნოზის დაზუსტებისა და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შესადგენად.
რევმატოლოგიური კონსულტაცია და MRI დიაგნოსტიკა ერთ სივრცეში.
ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში