ირაკლი შელია არის ექიმი რევმატოლოგი და რეაბილიტაციის სპეციალისტი, მრავალწლიანი კლინიკური და სამეცნიერო საქმიანობით. მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს რევმატოლოგიური და ძვალ-სახსროვანი დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და რეაბილიტაციას.

აქტიურად მუშაობს ოსტეოართროზის, გონართროზის, კოქსართროზის, ართრიტებისა და სახსროვანი ტკივილის მართვის მიმართულებით. შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში იყენებს ულტრაბგერითი კონტროლით სახსარშიდა პროცედურებს.

ირაკლი შელია არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი და წიგნის „სახსრები ტკივილის გარეშე“ თანაავტორი. 2026 წელს ჟურნალ Experimental and Clinical Medicine Georgia (JECM)-ში გამოქვეყნდა მისი ნაშრომი მუხლის ოსტეოართროზის მქონე პაციენტებში კომპლექსური რეაბილიტაციის ეფექტურობის შესახებ.

მისი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს რევმატოლოგიას, თანამედროვე რეაბილიტაციასა და სამეცნიერო საქმიანობას.