სამკურნალო ბლოკადები და ოსგუდ–შლატერის დაავადება

სამკურნალო ბლოკადები

სამკურნალო ბლოკადა არის ინექციური პროცედურა, რომელიც შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში გამოიყენება ტკივილისა და ანთებითი პროცესის შესამცირებლად.

ბლოკადები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა მდგომარეობის დროს:

  • მხრის სახსრისა და მის გარშემო რბილი ქსოვილების ტკივილი
  • ბურსიტი და ტენდინოპათია
  • კისრისა და წელის ტკივილის ზოგიერთი ფორმა
  • ნერვის გაღიზიანებასთან დაკავშირებული ტკივილი
  • ტრიგერული წერტილები
  • სახსრებისა და პერიარტიკულარული ქსოვილების ანთებითი მდგომარეობები

პროცედურის ტიპი და პრეპარატი შეირჩევა მხოლოდ დიაგნოზისა და კლინიკური მდგომარეობის შეფასების შემდეგ. შესაბამის შემთხვევებში ინექცია ტარდება ულტრაბგერითი კონტროლით, რაც ზრდის ნემსის ზუსტი პოზიციონირების შესაძლებლობას.

ოსგუდ–შლატერის დაავადება

ოსგუდ–შლატერის დაავადება ძირითადად გვხვდება აქტიურად მზარდ ბავშვებსა და მოზარდებში. დამახასიათებელია ტკივილი და შეშუპება მუხლის ქვემოთ, წვივის ძვლის ბორცვის მიდამოში.

ტკივილი ხშირად ძლიერდება:

  • სირბილის დროს
  • ხტომისას
  • კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას
  • ჩაჯდომისას
  • ინტენსიური სპორტული დატვირთვის შემდეგ

მკურნალობის საფუძველია დატვირთვის სწორად მართვა, ტკივილის კონტროლი, შესაბამისი გაჭიმვისა და გამაძლიერებელი ვარჯიშები და ეტაპობრივი რეაბილიტაცია.

მკურნალობის პროგრამა ინდივიდუალურად შეირჩევა ბავშვის ასაკის, სიმპტომების სიმძიმისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით.

ირაკლი შელია, MD, PhD
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი