წელის მალთაშუა დისკის თიაქარმა შეიძლება გამოიწვიოს წელის ტკივილი და ნერვული ფესვის გაღიზიანების შემთხვევაში ტკივილის გავრცელება დუნდულოსა და ქვედა კიდურში. შერჩეულ შემთხვევებში ტკივილის მართვისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამიზნე ინექციური ბლოკადა.
პროცედურის ტიპისა და კლინიკური ჩვენების მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი ანესთეტიკი, ზოგ შემთხვევაში კორტიკოსტეროიდთან ერთად. მიზანია ტკივილისა და ანთებითი კომპონენტის შემცირება და პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესება.
ზოგიერთი წელის არეში ინექციური პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კონტროლით, რაც საშუალებას იძლევა რეალურ დროში შეფასდეს ანატომიური სტრუქტურები და ნემსის მდებარეობა. თუმცა ღრმა სპინალური და განსაკუთრებით ეპიდურული პროცედურებისთვის კონკრეტული ტექნიკის მიხედვით შეიძლება საჭირო იყოს ფლუოროსკოპიული კონტროლი, ამიტომ ყველა „წელის ბლოკადის“ მხოლოდ ექოსკოპიით ჩატარება ერთნაირად მიზანშეწონილი არ არის.
ბლოკადის საჭიროება და მეთოდი განისაზღვრება პაციენტის სიმპტომების, ნევროლოგიური სტატუსისა და ვიზუალიზაციის მონაცემების საფუძველზე.
ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი თბილისში