სკოლიოზი არის ხერხემლის სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელსაც ახასიათებს ხერხემლის გვერდითი გამრუდება და მალების როტაცია. იგი განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში, როდესაც ორგანიზმი სწრაფად იზრდება.

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა მხრების განსხვავებული სიმაღლე, ბეჭების ასიმეტრია, წელის არათანაბარი კონტური, სხეულის ერთ მხარეს გადახრა ან წინ დახრისას ზურგის ასიმეტრია.

სკოლიოზის ეჭვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვის დროული შეფასება. საჭიროებისას ტარდება დგომით ხერხემლის რენტგენოგრაფია და Cobb-ის კუთხის განსაზღვრა, რაც გამრუდების ხარისხისა და შემდგომი მართვის დაგეგმვაში გვეხმარება.

მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, ზრდის დარჩენილ პოტენციალსა და გამრუდების ხარისხზე. შეიძლება საჭირო იყოს დაკვირვება, სპეციალიზებული ფიზიკური ვარჯიშები/რეაბილიტაცია ან კორსეტი. მძიმე ან პროგრესირებადი შემთხვევებისას საჭიროა ხერხემლის სპეციალისტის შეფასება ქირურგიული მკურნალობის საკითხზე.

მშობლებო, თუ ბავშვს სხეულის ან ხერხემლის შესამჩნევი ასიმეტრია აქვს, დროულად მიმართეთ სპეციალისტს.

ავტორი: ირაკლი შელია, MD, PhD — რევმატოლოგი-რეაბილიტოლოგი თბილისში