მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი

ბავშვთა და მოზარდთა ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია — 10 წლის ასაკიდან

ვიღებთ ბავშვებსა და მოზარდებს 10 წლის ასაკიდან, რომლებსაც აღენიშნებათ ძვალ-სახსროვანი სისტემის ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ან სხვა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემა.

ძირითადი მიმართულებები:

• ხერხემლის სქოლიოზი

• კისრისა და ზურგის ტკივილი

• მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემები

• მუხლის ტკივილი

• მენისკის დაზიანება

• ოსგუდ–შლატერის დაავადება

• კოჭ-წვივის სახსრის ტკივილი და დაზიანებები

• ბრტყელი ტერფი

• სახსრების შეშუპება

• მოტეხილობის შემდგომი რეაბილიტაცია

• სპორტული და გადატვირთვით გამოწვეული დაზიანებები

• მოძრაობის შეზღუდვისა და ფუნქციური დარღვევების რეაბილიტაცია

მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამა შეირჩევა ინდივიდუალურად, ბავშვის ასაკის, დიაგნოზის, კლინიკური მდგომარეობისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით.

მიზანია ტკივილის შემცირება, მოძრაობის ფუნქციის გაუმჯობესება, კუნთოვანი სისტემის გაძლიერება და ბავშვის უსაფრთხოდ დაბრუნება ყოველდღიურ და სპორტულ აქტივობაში.

ირაკლი შელია, MD, PhD

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი