ჰიალურონის მჟავას სახსარშიდა ინექცია
ჰიალურონის მჟავას სახსარშიდა ინექცია გამოიყენება ოსტეოართროზის დროს შერჩეულ პაციენტებში ტკივილისა და სახსრის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს სინოვიალური სითხის ბუნებრივ კომპონენტს და მონაწილეობს სახსრის მოძრაობისა და ლუბრიკაციის პროცესში.
ინექციური თერაპია შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს:
- მუხლის ოსტეოართროზის — გონართროზის დროს
- მენჯ-ბარძაყის ოსტეოართროზის — კოქსართროზის დროს
- მხრის სახსრის გარკვეული დეგენერაციული მდგომარეობებისას
- კოჭ-წვივისა და სხვა სახსრების ოსტეოართროზის შერჩეულ შემთხვევებში
პროცედურის მიზანია:
- ტკივილის შემცირება
- სახსრის მოძრაობის გაუმჯობესება
- ფუნქციური აქტივობის გაზრდა
- ყოველდღიური მოძრაობის გაადვილება
სახსარშიდა ინექციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღება პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, ოსტეოართროზის ხარისხისა და შესაბამისი ჩვენებების შეფასების შემდეგ.
ზუსტი შეყვანისთვის, განსაკუთრებით ღრმად მდებარე სახსრებში, პროცედურა შესაძლებელია ჩატარდეს ულტრაბგერითი კონტროლით.
ირაკლი შელია, MD, PhD
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
რეაბილიტოლოგი–რევმატოლოგი
